22 მარტი 2023
,,განათლებული თაობა ქვეყნის სიმდიდრეა" — ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ,,ესთამ“ 2023 წელი განათლების წლად გამოაცხადა. ამ პროექტის ფარგლებში დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმმა 22 მარტს უმასპინძლა თბილისის 67-ე საჯარო სკოლასა და ქართულ-ებრაულ სკოლა ,,ორ ავნერს.“
ღონისძიებაზე ,,ორ ავნერის“ დირექტორმა ბ-მა გიორგი მომცელიძემ Giorgi Momtselidzeწარმოადგინა ვრცელი პრეზენტაცია და ისაუბრა სკოლის ისტორიაზე, სწავლა-სწავლების მეთოდებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების პროექტებზე, სკოლის სამომავლო გეგებზე. ნაჩვენები იქნა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით შექმნილი კლიპი ივრითულ ენაზე. მე-12 კლასელებმა ედენ დათიკაშვილმა, ეთი ბააზაშვილმა და მირიამ აბრამაშვილმა წაიკითხეს ლექსები ქართულ და ებრაულ ენებზე.
სიტყვით გამომსვლელმა საპატიო სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ებრაული სკოლის მნიშვნელობას და გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.
დასასრულს, სკოლის დირექტორს გადაეცა ,,ესთას“ საპატიო ჯილდო.
სკოლა ,,ორ ავნერი“ მადლობას უხდის დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმსა და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტს ქ-ნ ევა ბაბალაშვილს Eva Babalashviliგულითადი მასპინძლობისთვის.